ზანავი (მინერალური წყარო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზანავი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1420-1500 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან ჩრდილო-აღმოსალეთით 3 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 332, რომელთა 98 % ქართველია (2002).
შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.
სახელწოდება ძველია და ნაწარმოებია „ავ” სუფიქსით. მოხსენიებულია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში”. მეცნიერთა ნაწილი ტოპონიმს ეთნონიმ ზანს უკავშირებს. ნაწილი კი მას ჰიდრონიმულ ტერმინად მიიჩნევს.