თავის გადაპარსვა (ძველი ეგვიპტე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თავის გადაპარსვა – ძველი სამეფოს ტექსტებში ქურუმების გარკვეული, დღეს დაუდგენელი კატეგორია „შიშველ თავიანებად“ არის მოხსენიებული. ახალი სამეფოდან ეს წესი ქურუმების სულ უფრო ფართო წრეებს მოიცავს. XVIII დინასტიის გამოსახულებებში ქურუმები ძირითადად თავგადაპარსულები არიან, გვიანდელ პერიოდში კი ეს უკვე აბსოლუტური წესი ხდება. თმის გადაპარსვა უძველესი დროიდან საკულტო სისუფთავესთან იყო დაკავშირებული.