თამაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამაშა - ინდური სცეკვაო-სასიმღერო წარმოდგენა. აღმოცენდა დაახლ. მე-17 საუკუნეში მარახატების ომის პერიოდში როგორც ლირიკულ-ჰეროიკული სიმღერების ჟანრი, მიძღვნილი კრიშნასა და მარატჰას მეომრების გმირობისადმი. წარმოდგენა იმართებოდა დეკორაციების, გრიმის კოსტიუმების გარეშე. დიდი ადგილი ეჭირა პანტომიმას, რომელიც მოძრაობით ასახავდა სიმღერის შინაარსს. მომღერალს ხშირად ეხმაურებოდა გუნდი, დოლის, წინწილის და ფლეიტისგან მეგარი მცირე ორკესტრი.

მე-19 საუკუნეში თამაშა გადაიქცა ხალხურ სანახაობად. თამაშამ ბჰავაის მსგავსად, სახე იცვალა. მდიდართა გართობის მიზნით, მსახიობები იყენებდნენ უხამს ჟესტებს, ის გამოც მასში მონაწილენი მიიჩნეოდნენ დაბალი აი ზნეობის ადამიანებად. დღეისათვის თამაშას მოხეტიალე მსახიობები ასრულებენ.



იხილე აგრეთვე

ნაუტანკი
რამლილა


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები