თბოიზოლაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბოიზოლაცია – კონსტრუქციის ელემენტი, რომელიც ამცირებს ერთი გარემოდან მეორეში თბოგადაცემის პროცესს და ასრულებს კონსტრუქციაში თერმული წინაღობის როლს. ის იცავს სათავსს გარემოს თბური კონტაქტისაგან, რის შედეგად მცირდება თბოდანაკარგი და სითბოს ხარჯი, შემომზღუდავი კონსტრუქციების სისქე, საშენი მასალის ხარჯი, ნაგებობის წონა და ღირებულება. თბოიზოლაციისათვის ძირითადად გამოიყენება ორგანული (ქაფპოლისტირენი, აქაფებული პოლიეთილენი და კაუჩუკი, ქაფპოლიურეთანი, ეკობამბა, ბზეფილა; მერქანბოჭკოვანი, მერქანბურბუშელოვანი, ტორფის, ლელქაშის ფილები და სხვ.) და არაორგანული (მინერალური ბამბა, მონოლითური ქაფბეტონი, უჯრედოვანი ბეტონი, ქაფმინა, მინის ბოჭკო, პერლიტი, ვერმიკულიტი, ფიჭაპლასტი და სხვ.) წარმოშობის მასალები. თბოფიზიკის თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტურია თბოიზოლაცია გამოყენება კედლების გარე მხრიდან, რადგან ამ შემთხვევაში მზიდი კედელი ყოველთვის რჩება დადებითი ტემპერატურისა და ოპტიმალური ტენიანობის პირობებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები