თოჯინის მატარებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოჯინის მატარებელი - თოჯინების თეატრის მსახიობი. მხატვრულ სახეს ქმნის თოჯინის მეშვეობით, რომელიც მასვე მოჰყავს მოძრაობაში. თოჯინების აგებულებისა და მათი მართვის მიხედვით განასახვავებენ:

  1. ნევროპასტებს (გამოდიან „მარიონეტებით“ — ძაფიანი თოჯინებით);
  2. მსახიობებს, რომლებიც მუშაობენ ე. წ. თეჯირსზედა თოჯინებით („პეტრუშკა“ ხელთათმანისებური თოჯინები, ხელჯოხიანი თოჯინები, მექანიკური თოჯინები; ასეთი თოჯინების ჩვენება უმეტესწილად წარმოებს თეჯირიდან, რომლის უკანაც დამალულია მსახიობი);
  3. ჩრდილების თეატრის მსახიობებს, რომლებიც განსაკუთრებული ხელჯოხების მეშვეობით მართავენ ბრტყელ ფიგურებს, ეკრანზე ჩრდილად ან სილუეტად პროექცირებულთ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები