კანოპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანოპუსი – (ძვ. ბრ. Κάνωβος, ლათ. Canopus), სანაპირო ქალაქი ალექსანდრიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ნილოსის დელტის კანოპის ტოტზე, თანამედრ. აბუ კირი. იყო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი ალექსანდრიის დაარსებამდე.

ლეგენდის თანახმად, მენელაოსის საყვარელმა შტურმანმა კანოპუსმა ტროაში დაბრუნებისას მიატოვა ეგვიპტის ფარაონის ქალიშვილი, რის გამოც გველმა უკბინა და გარდაიცვალა. კანოპუსი აქ დაასაფლავეს, მენელაოსმა კი საყვარელ შტურმანს ძეგლი დაუდგა, რომლის ირგვლივ თანდათან ქალაქი გაშენდა.

სავარაუდოდ, დასახლება ქალაქის ტერიტორიაზე ჩვ.წ.-მდე VI საუკუნეში დაიწყო. კანოპუსში ხელი მოეწერა ცნობილ კანოპუსის დეკრეტს პტოლემაიოს III ევერგეტსა და ეგვიპტელი ქურუმების დიდ კრებას შორის. შემონახულია ამ დეკრეტის ტექსტის ორი ვარიანტი. ის შედგენილი იყო ეგვიპტურ ენაზე (ჩაწერილია იეროგლიფებით და დემოტიური დამწერლობით) და ახლდა პარალელური ტექსტი ბერძნულ ენაზე. როზეტას ქვის შემდეგ, ამ დეკრეტმა შეასრულა უდიდესი როლი ეგვიპტური დამწერლობის წაკითხვაში, რადგან ის გაცილებით მეტ ნიშნებს მოიცავს. კანოპუსში მდებარეობდა სერაპისის უმნიშვნელოვანესი ტაძარი (სტრაბონი, 17, 801).


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები