კარტოგრაფიული კოლექცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოგრაფიული კოლექცია – (cartographic collection), რუკების, ატლასების, გლობუსების და სხვა კარტოგრაფიული ნაწარმოებების სისტემური ნაკრები. აქვს მეცნიერული, მხატვრული და სტორიული ღირებულება. დაცულია ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში, პირად არქივებში. კარტოგრაფიული კოლექციის შევსების წყაროა წიგნის ბუკინისტური მაღაზია. ძველი და ძვირფასი რუკები ინახება ვაშინგტონში _ კონგრესის ბიბლიოთეკაში, ლონდონში – ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, პარიზში – ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, რომში – ვატიკანის ბიბლიოთეკაში. არსებობს კარტოგრაფიული კოლექციების ელექტრონული ვერსიები. აშშ-ში რუკების კოლექციონერებისათვის გამოდის სპეციალური ჟურნალი „The Map Collector“.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები