კარტოგრაფიული კონცეფციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოგრაფიული კონცეფციები – (cartographic conceptions), თეორიული შეხედულებების სისტემა კარტოგრაფიის საგანზე და მეთოდზე. მსოფლიოში კარტოგრაფიის თეორიის საკითხების კვლევა დაიწყო XX საუკუნის 40-იანი წლებიდან. კარტოგრაფია განიხილებოდა რუკის საშუალებით სინამდვილის შემმეცნებელი მეცნიერების როლში, რასაც მოყვა მოდელურ-შემეცნებითი კონცეფციის ჩამოყალიბება. 60-იანი წლებიდან საფრანგეთში, ავსტრიაში, რუსეთსა და საქართველოში დაიწყო კარტოგრაფიის სემიოტიკური თვალსაზრისით კვლევა, (კარტოგრაფიული ნიშნების ახსნა და სრულყოფა), რაც სემიოტიკურ ანუ ენობრივ კონცეფციიაში გამოვლინდა. 70-იან წლებში სამეცნიერო ინფორმატიკის ჩამოყალიბებით კარტოგრაფიამ ინფორმაციის მიღების, გარდაქმნის და გადაცემის გრაფიკული და ტექნიკური უზრუნველყოფის ახალი ფუნქცია შეიძინა, რასაც დაუკავშირდა კარტოლოგიისა და კომუნიკაციური ანუ ინფორმაციული კონცეფცია. 80-იანი წლებიდან კარტოგრაფია განიხილება მეცნიერებად გეოსისტემების ინფორმაციულ-კარტოგრაფიული მოდელირების შესახებ, რაც გეოინფორმაციულ კონცეფციაში აისახა. მასში განხორციელდა ყველა წინამორბედი კონცეფციის პროგრესული იდეები და თანამედროვე ტექნიკური პროგრესის შესაძლებლობები გეოინფორმაციული კარტოგრაფირების სახით.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები