კარტოგრაფიული მეთოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოგრაფიული მეთოდი – (cartographic method), სინამდვილის შემეცნების მეცნიერული მეთოდი, აერთიანებს შემეცნებით (შემეცნების კარტოგრაფიულ მეთოდი) და გამოყენებით (კვლევის კარტოგრაფიული მეთოდი) მხარეებს. შემეცნებითი − ობიექტური რეალობის გარკვეული მხარეების შემეცნება და ასახვა რუკაში ორსაფეხურიანი – საველე და კამერალური კარტოგრაფირებით. გამოყენებითი – რუკების გამოყენება მათში ასახული სინამდვილის მოვლენებისა და პროცესების შემეცნებისათვის. კარტოგრაფიული მეთოდის ორივე მხარე ახალი ცოდნის მიღების აზრისეული მეთოდია კარტოგრაფიული მოდელის ანუ რუკის საშუალებით. იყენებს კარტოგრაფიულ მეთოდიკას, როგორც საშემსრულებლო-ტექნიკური მეთოდების ერთობლიობას. კარტოგრაფიული მეთოდი, რომელიც ძირითადია კარტოგრაფიაში, სხვა მეცნიერებებისათვის (გეოგრაფია, გეოლოგია, ბიოლოგია, ისტორია და სხვ.) წარმოადგენს დამხმარე მეთოდს, რადგან ამ მეთოდით ხდება სივრცითი ინფორმაციის გადმოცემა


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები