კასპიის ორაგული
კასპიის ორაგული – Salmo trutta caspius Kessler, 1877
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ორაგულისნაირნი
ოჯახი: ორაგულისებრნი
სახეობა: კუმჟა
ქვესახეობა: კასპიის ორაგული
თევზი ქვესახეობა ორაგულისებრთა ოჯახიდან. ზრდასრული ინდივიდების თავის სიგრძე სხეულის სიგრძის (კუდის ფარფლის შუალედი სხივების ბოლომდე) 17,1-22,1%-ს-ს შეადგენს. ლაყუჩის პირველ რკალზე 16-22 ჩხირია, ჩვეულებრივ (8-20. მალების რაოდენობა 57 – 60-ია ცხიმოვანი ფარფლის ბოლოდან გვერდით ხაზამდე (თვით გვერდითი ხაზის ქერცლების ჩათვლით) ქერცლების 14-18 მწკრივია. სხეულის ერთ მეათედ ნაწილზე ანალური ფარფლის ვერტიკალის არეში ქერცლების 16-18 მწკრივია. მსხვილი ინდივიდების მკერდის ფარფლის სიგრძე, მკერდისა და მუცლის ფარფლების შორისეულ მანძილზე ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლებია, ხოლო არც ისე დიდების (600მმ) – დაახლოებით 2 ჯერ. სხეულის უმცირესი სიმაღლე მკერდისა და მუცლის ფარფლების შორისეული მანძილის 21,8-27,0%-ს შეადგენს. ზედა ყბის ძვლის სიგრძე სხეულის მთლიანი სიგრძის (კუდის ფარფლის შუალედი სხივების ბოლომდე) 5,4-8,2%/-ს შეადგენს, ხოლო ქვედა ყბისა (სხეულის იმავე სიგრძისას)–-10,3-12,8%-ს. ცხიმიანი ფარფლის ბოლოსა და კუდის ფარფლის სხივებს შორის მანძილი ანალური ფარფლის სიმაღლის ტოლია ან მასზე ნაკლებია. ტანის უმცირესი სიმაღლე კუდის ღეროს სიგრძეში, ჩვეულებრივ, ორჯერ და მეტჯერ თავსდება. ანალური ფარფლის სიმაღლე კუდის ღეროს ქვედა ნაწილის სიგრძეში 0,6-0,9-ჯერაა, ხოლო ტანის ყველაზე უმცირეს სიმაღლეზე 1,3 –2,1-ჯერ იმავე არეში. ზედა ყბის ძვლის უკანა ბოლო თვალის უკანა კიდეს შესამჩნევად სცილდება. ლაყუჩთა სხივები (9) 10-11-ია. ზრდასრულებს ზედა ყბაზე 9-14 კბილი აქვს, ხოლო ქვედა ყბაზე 10-14, ენაზე 8-10. სახნისის თავი ხან არასწორი ხუთკუთხედის ფორმისაა, ხან სამკუთხედის. სახნისის თავზე 3-4 კბილია, მის სხეულზე 14-მდე კბილია, რომლებიც არასწორ ორმაგ მწკრივებად არიან გაფანტული. მსხვილ ინდივიდებს სახნისის სხეულზე კბილები თითქმის არ უნარჩუნდებათ. ისინი ყველაზე უფრო მახლობელ შავი ზღვის ორაგულისაგან განსხვავდებიან რამდენადმე უფრო დაბალი კუდის ღეროთი. სხეულის გვერდები გვერდითი ხაზის ზევითა და ქვევით ხან ათნაირი მუქი ხალებითაა დაფარული, ხან ხალები ძალიან მცირეა (ზოგჯერ თითქმის სრულიად უხალოა).
სარჩევი |
გავრცელება
გვხვდება კასპიის ზღვაში მდ. თერგიდან სეფიდრუდამდე. კავრაისკის მიხედვით, კასპიის ორაგული ევროპის ორაგულებთან შედარებით დიდი ზომის, 33 კგ-მდე არიან.
საგაზაფხულო კასპიის ორაგული მტკვარში მწიფე სასქესო პროდუქტებით ოქტომბერში შემოდის, საშემოდგომო ორაგული მტკვარში ცალკეული ეგზემპლარების სახით შემოსვლას ჯერ კიდევ ოქტომბერში იწყებს, მაგრამ მთავარი სვლა ნოემბერ-თებერვალში, ჩვეულებრივ, იანვარში მოდის.
ცნობილია, რომ ზაპესის აგების შემდეგ 1925 წ. კასპიის ორაგულს თავის ტოფობის მთავარ ადგილამდე (არაგვი) ასვლის საშუალება დაეკარგა, ვინაიდან თევზთა გასასვლელი ზაჰესის კაშხალთან მათთვის გადაულახავი აღმოჩნდა. კაშხალის აგებამდე მცხეთასთან დიდი რაოდენობის ორაგულებს იჭერდნენ.
მტკვრის ორაგულის ნაყოფიერება მერყეობს 1,5-დან 4,5-ათასამდე, საშუალოდ 3000 ქვირითს შეადგენს.
კასპიის ახალგაზრდა ორაგულები მდინარეებში, ჩვეულებრივ, 2 წელს ცხოვრობენ.
ორაგულის სქესობრივი მომწიფება 4-9 წლის ასაკში ხდება, როცა ის ტოფობისათვის მტკვარში შესვლას იწყებს. შესვლა ტოფობისათვის იწყება სექტემბერ-ოქტოზბერში, ნოემბერ-დეკემბერში გაცხარებულია, იანვრიდან კლებას იწყებს და მაისში წყდება.
მტკვრის ორაგული, როგორც წესი, სიცოცხლის განმაელობაში ერთხელ მრავლდება, ხოლო პატარა მდინარეების ორაგულები ექვსამდეც – დედლები ნანადირევი თევზების 90%-ზე მეტს შეადგენენ ქვირითი ფსკერული და წებოვანია. მისი დიამეტრი 5-6,5 მმ-ია. ინკუბაციის ხანგრძლიობა 26–27 დღე-ღამეა, წყლის 10-11° და უფრო დაბალ ტემპერატურის პირობებში 90 დღე- ღამეს აღწევს. ახალგაზრდები კარგი კვების დროს ზამთრისათვის 13-22 სმ-ს აღწევენ, ხოლო წონით –24-100 გრამს.
ზრდა უმთავრესად ზღვაში ხდება, ცხოვრობს ათ წლამდე.
საკვები
ახალგაზრდების საკვებს წყლის მწერების ლარვები შეადგენენ: დღიურები, რუისელები, ორფრთიანები, კიბოსნაირები, უმთავრესად ღორტავები, მიზიდები, ზაფხულზე მწერები, რომლებიც წყლის ზედაპირზე დაცურავენ, ზღვაში მათი ძირითადი საკეებია თევზები (კასპიის კილკი, ატერინა, ქაშაყები, აგრეთვე კიბოსნაირები). ტოფობის მსვლელობის დროს მდინარეში არ იკვებებიან. მდინარეებში მათი კონკურენტებია კალმახი, წვერა, ქაშაყი, ტობი, მტკვრის ღორჯო. ზღვაში ფარგა, თეთრთევზა, სვია.
მტრებია:
კალმახი ტოფობის დროს ორაგულების მიერ დაყრილ ქვირითს ჭამს, მდინარეებში წავი და წყლის ვირთხა ახალგაზრდებს იჭერენ. ზღვაში ახალგაზრდა ორაგულებზე მტაცებელი თეეზები ნადირობენ.