კლიფტონი ლუსილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუსილ კლიფტონი − (1936−2010), ამერიკელი პოეტი და სცენარისტი. კლიფტონის პოეზიაში ერთმანეთს უკავშირდება საგანგებოდ წინ წამოწეული სექსუალობა და ეთიკური მოტივები, პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობა. ასევე, ჰარმონიულად თანაარსებობს მასთან სერიოზულობა და იუმორი, სასოწარკვეთა და სიხარული. „ლუსილ კლიფტონის ლექსების ყველაზე ღირსშესანიშნავი თვისებაა დახვეწილი ლაკონიზმი. კლიფტონი, ემილი დიკინსონის მსგავსად, იშვიათად გვთავაზობს რაიმეს გარდა გულმოდგინედ დამუშავებული და დახვეწილი გამოცდილებისა. მაგრამ მისი ლექსების პოეტური ჟღერადობის გასაღები სხვაგან უნდა ვეძიოთ: ზანგურ სპირიჩუელსა და ოდინდელ ფოლკლორულ სიმღერებში; რიტმისა და ბლუზის მდიდარ ტრადიციებში; ყოველივე ზანგურის ძირეულ აღორძინებაში და მაგიური შელოცვების რიტმსა და ჟღერადობაში, კლასიკოსი ზანგი იუმორისტების გამოთქმების თანადროულობაში; ენის უკიდურესად ფიზიკურ შეგრძნებაში(იოლია თვალის მიდევნება, როგორ გადმოსცემენ მისი ლექსები სხეულის მოძრაობათა თანმიმდევრობას)“ CAP.(თარგმნა ლიკა მარღანიამ).


წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები