კომპლექსური კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომპლექსური კარტოგრაფირება – (complex mapping), თემატური კარტოგრაფირების ერთ-ერთი ფორმა, კომპლექსური გეოგრაფიული კვლევის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ადგილი აქვს ორი ან მეტი მოვლენის გამოსახვას ანალიზური და სინთეზური კარტოგრაფირების შეთავსებით. იქმნება:
1. რთული შინაარსის კომპლექსური რუკა, მაგ.: ეკოლოგიური – დამაბინძურებელი კომპონენტების ურთიერთშეთავსებით;
2. თემატურ რუკათა სერია, მაგ.: დარგის ან რეგიონის ანალიზური და სინთეზური რუკების სისტემური კრებული;
3. კომპლექსური ატლასი, მაგ.: ტერიტორიული ერთეულის ბუნების, მოსახლეობის, მეურნეობის, ისტორიის ამსახველი რუკების სისტემური კრებული.