კონცერტინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონცერტინო – (იტალ. concertino, სიტყვასიტყვით – პატარა კონცერტი),

  1. საკონცერტო შესრულებისათვის განკუთვნილი მცირე ფორმის თხზულება სოლისტისათვის ორკესტრის თანხლებით.
  2. სოლო საკრავთა ჯგუფი კონჩერტო გროსოსა და საკონცერტო სიმფონიაში.
  3. პნევმატიკური მუსიკალური საკრავი – გარმონი, რომელსაც აქვს ქრომატული ბგერათრიგი და არ გააჩნია მზა აკორდები. შექმნეს XIX ს. I ნახევარში (ჩ. უიტსტონის პატენტი, ლონდონი, 1829). არსებობს კონცერტინოს 5 ნაირსახეობა პიკოლოდან კონტრაბასამდე. ყველაზე გავრცელებულია პრიმა კონცერტინოს ზომა 150-180 მმ., კორპუსი 6 ან 8 წახნაგიანია. დიაპაზონი 2-4 ოქტავა; იხმარება როგორც სოლო და საორკესტრო საკრავი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები