კუკავა თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ კუკავა – (1921–2007), – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1971), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), დაიბადა სოფელ კავთისხევში (კასპის რაიონი) 1938 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. რომლის დამთავრების შემდეგ 1942-1945 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1946-1948 წლებში მუშაობდა ქ. გორის ნიკოლოხ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო I948-195) წლებში - თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოსოფიური დისციპლინების მასწავლებლად. 1951-1971) წლებში ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1971 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის პროფესორად.

პროფესორი თამარ კუკავა მრავალმხრივი მკვლევარია. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ანტიკური ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის პრობლემებს, შემეცნების თეორიას, ეთიკას, ესთეტიკასა და მთარგმნელობით საქმიანობას. ყველა ამ სფეროში მას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, რაზეც მეტყველებს მისი მრავალრიცხოვანი გამოკვლევა, მათ შორის მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები ანტიკურ ფილოსოფიაში, XVIII-XIX საუკუნეების ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიაში, სოლომონ დოდაშვილის შემოქმედებახე, ეთიკასა და ესთეტიკაში ასევე ნაყოფიერია თ. კუკავას მთარგმნელობითი მოღვაწეობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ თარგმნილი არისტოტელეს არაერთი თხზულება. მანვე გამოსცა ანტონ პირველის პოეტური ნაწერები; დიდი წველილი მიუძღვის სოლომონ დოდაშვილის ნეშტის ვიატკიდან თბილისში გადმოსვენების საქმეში.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები