ლისტინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლისტინგი (listing) - საფონდო ბირჟის კოტირების სიაში ფასიანი ქაღალდების შეტანის პროცედურა და მათი ემიტენტის სამეურნეო და საფინანსო მდგომარეობის კონტროლი საფონდო ბირჟის მოთხოვნათა შესაბამისობის გათვალისწინებით. ლისტინგის მეშვეობით საბირჟო ვაჭრობაზე დაიშვება მხოლოდ ის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გაივლის ექსპერტიზას ხარისხსა და საიმედოობაზე.