ლოგარითმი ინტეგრალური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოგარითმი ინტეგრალურიეილერმა პირველმა (1768-1770) გამოიკვლია ფუნქცია Logaritmi in001.png სახელწოდება და აღნიშვნა შემოიღო ზოლდნერმა (1809). აღნიშვნა li(x) შედგება ორი სიტყვის პირველი ასოებისაგან: logarithm integralis. ტერმინი შემდგომში გამოიყენეს მორგანმა (1842) და ბრეტ შნაიდერმა (1873) და დამკვიდრდა მათემატიკაში.

გაუსი იხსენებდა, რომ ამ ფუნქციისადმი ინტერესი მას გაუჩნდა მაშინ, როცა იგი იყო 15-16 წლის და მიხვდა, რომ სხვაობა li(x)-li(2) გამოსახავს x-ზე ნაკლები მარტივი რიცხვების რაოდენობას. გაუსმა და ბესელმა გამოთვალეს ინტეგრალური ლოგარითმის ცხრილები (1810-1812).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები