ლოქო
ლოქო
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ლოქოსნაირნი
ოჯახი: ლოქოსებრნი
გვარი ლოქო
თევზები ლოქოსებრთა ოჯახისა. მალების რაოდენობა 71-75. სახნისის ძვალზე კბილების მთლიანი მცირე ზოლებია. ზოლს უკანა კიდის შუაში მხოლოდ სუსტად გამოხატული ნაჭდევი აქვს. ზედა ყბის ულვაშები მკერდის ფარფლების ბოლომდე აღწევენ. ქვედა ყბის უკან მდებარე ულვაშები ზედა ყბის ულვაშებზე სამჯერ მოკლეა. ქვედა ყბა ზედაზე გრძელია. მკერდის ფარფლი მტკიცე და გლუვი ძვლოვანი სხივითაა აღჭურვილი. მუცლის ფარფლები ანალურ ფარფლებამდე აღწევენ (სწვდებიან). კუდის ფარფლი ოდნავ მომრგვალებულია. მსხვილი ლოქოს სხეული ტიტველია, თავი და პირი ძლიერ დიდია
შეფერილობა ცვალებადია და დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე. ძირითადი ფერი ზემო მხარეზე მუქი მომწვანოა, ქვემოზე თეთრია. ზურგი მუქია, გვერდებზე განლაგებულია უსწორმასწორო ლაქები, ხოლო მუცელზე, ჩვეულებრივ, მოცისფრო წინწკლებია. კენტი ფარფლები მუქია, წყვილი ფარფლები შუალედი მოყვითალო ზოლითაა აღჭურვილი. თვალის ფერადი გარსი (ცისარტყელა) მოყვითალოა და შავი წინწკლებითაა დაფარული.
გვხვდება ევროპაში რეინიდან მოყოლებული აღმოსავლეთისაკენ, ბალტიის, შავი, კასპიისა და არალის ზღვების აუზებში, ჩრდილო კავკასიაში და ამიერკავკასიაში ჩრდილოეთის ზღვის აუზში ლოქო მხოლოდ რეინში გვხვდება ჩრდილოეთში ლოქო 60° ჩრდილო სიგანემდე აღწევს. ლოქო არ მოიპოვება პირენეის ნახევარკუნძულზე, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში.
ლოქო გავრცელებულია: კასპიის, არალის, აზოვის, შავი და ბალტიის ზღვების აუზებში (ლადოგისა და ონეგის ტბების ჩათვლით) და უმთავრესად მდინარეების: ვოლგის, მტკვრის, სირდარიის, დონის, დნეპრის და სხვათა დელტებსა და მათ ზემოთ.
საქართველოს ფარგლებში ლოქო შავი ზღვის აუზის თითქმის ყველა სანაპირო წყალსაცავშია გავრცელებული დაწყებული ჭოროხიდან კოდორამდე (ჭოროხი, სუფსა, რიონი, პალიასტომის ტბა, ერის-წყალი, ოქუმი, ტბა ბებესირი„ ლღალისგა მოქვი, მტკვარი და სხვ.).
ლოქო იკვებება კიბოებით, სხვადასხვა თევზებით, ზოგჯერ იჭერს შინაურ იხვს. ლოქო კანიბალი თეეზია, ე. ი. თავის მოძმეს სჭამს. დიდი ლოქოს კუჭში ნაპოვნი იყო უფრო პატარა ლოქოც. ერის-წყალზე მოპოვებულ ლოქოს კუჭში 15--7 სმ სიგრძის აკაციის შტო, ქერქი და გაუფერულებული ყვავილები აღმოჩნდა.
ტოფობა, ჩვენი დაკვირვებით, ბებესირის ტბაში მარტშიც ხდება. ასე, მაგალითად, 1955 წლის 8 მარტს დაჭერილ იქნა მწიფე ქვი- რითიანი ლოქო, რომელიც 8,2 კგ-ს იწონიდა. მის კუჭში 300-- 350 გრამიანი ლოქო აღმოჩნდა. შედარებით პატარა ლოქოებზე ზამთრობით წავი ნადირობს, ზამთარში ლოქო მეტად ღრმა ორმოშია ჩაწოლილი, რადგანაც იქ უფრო თბილა.