ლოქსოდრომი
ლოქსოდრომი (ბერძნ. Λοξοζ – ირიბი, δρομοξ – სირბილი). ლოქსოდრომი – ირიბ მორბენალი – სფეროზე ან რომელიმე ბრუნვით ზედაპირზე მდებარე წირი, რომელიც ამ ზედაპირის ყველა მერიდიანს კვეთს მუდმივი კუთხით.
ლოქსოდრომის ფორმა აქვს ოკეანეში გემის ან დედამიწის ზედაპირისადმი თვითმფრინავის გზას მათი მუდმივი კურსით მოძრაობისას.
ტერმინი შემოიღო ჰოლანდიელმა მეცნიერმა ვ. სნელიუსმა (1624).
თუ კუთხე α = 0 ან 1800, მაშინ ლოქსოდრომი ემთხვევა ბრუნვითი ზედაპირის მერიდიანს, თუ α=900, ემთხვევა პარალელს. თუ α მახვილია ან ბლაგვი, მაშინ ლოქსოდრომი პოლუსის გარშემო ქმნის უსასრულო რაოდენობის ხვეულს და შემოუსაზღვრელად უახლოვდება მას.
კარტოგრაფიასა და ნავიგაციაში
კარტოგრაფიასა და ნავიგაციაში მიღებული ტერმინია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკვატორიდან პოლუსებისკენ სპირალურად მოძრავი სხეული ყველა მერიდიანს გადაკვეთს ერთი და იგივე კუთხით (აზიმუტით). ეკვატორი და პარალელები ლოქსოდრომებია. პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა მერკატორის ტოლკუთხა ცილინდრულ პროექციაში, სადაც ლოქსოდრომი გამოისახება სწორი ხაზით, რომელიც ყველა მერიდიანთან ერთი და იგივე კუთხეს ქმნის და ამ კუთხით სვლისას გემი სასურველ პუნქტში ჩადის.