მერკატორის პროექცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერკატორის პროექცია – (Mercator projection), ტოლკუთხა ცილინდრული პროექცია, რომელიც 1569 წელს ფლანდრიელმა კარტოგრაფმა, მეცნიერული კარტოგრაფიის ფუძემდებელმა გერარდ მერკატორმა მსოფლიოს რუკის შესადგენად გამოიყენა. ეს პროექცია კარგად გადმოსცემს კონტინენტების მოხაზულობას, მაგრამ აქვს ფართობების დიდი დამახინჯება მაღალ განედებში, პოლუსების სიახლოვეს. იყენებენ სამიმოხილვო და სანავიგაციო რუკებისათვის. სანავიგაციო რუკებზე ლოქსოდრომი, რომელიც ყველა მერიდიანს ერთი და იგივე კუთხით (აზიმუტით) კვეთს, სწორი ხაზით გამოისახება. ამ კუთხით სვლისას გემი სასურველ პუნქტამდე მიდის.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები