მარცვლის მუმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარცვლის მუმია – ძელ ეგვიპტეში, ოსირისის მისტერიების დროს, მიწისგან ძერწავდნენ ოსირისის ფიგურას, რომელსაც ხორბალს ატანდნენ. ამ მარცვლის მუმიიდან ახალგაზრდა ხორბლის ამოსვლა დაკავშირებული იყო ოსირისის მკვდრეთით აღდგომის მაგიურ რწმენასთან. მსგავს ქმედებას აწარმოებდნენ ასევე გარდაცვლილისათვის, რომელიც ახალი სამეფოს დროიდან, ეგვიპტური წარმოდგენით, ოსირისად გარდაიქმნებოდა. ცერემონია ნილოსის ადიდების სეზონის მეოთხე თვის ბოლოს ტარდებოდა. ფიგურა სამარხის საკულტო განყოფილებაში თავსდებოდა, სადაც შემდეგ წლამდე ტოვებდნენ, როცა ის ახლით იცვლებოდა. ტრადიცია დაახლ. XVIII დინასტიიდან არის დაფიქსირებული.