მემნონის კოლოსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მემნონის კოლოსები

მემნონის კოლოსებიამონხეტეპ III-ის ორი 17.9 მ. სიმაღლის ქანდაკება. ქანდაკებები, რომლებიც ფარაონს დამჯდარს წარმოგვიდგენენ, ამშვენებდა ფარაონის მოსახსენიებელი ტაძრის შესასვლელის ორივე მხარეს დასავლეთ თებეში.

ტაძარი დღეს სრულებით დანგრეულია. მათი, ისევე როგორც ტაძრის არქიტექტორი იყო შემდგომში ბრძენად შერაცხული ამონხეტეპი, ჰაპუს შვილი. ჩვ.წ.-მდე 27 წ. მომხდარი მიწისძვრის დროს ჩრდილოეთით მდგომი ქანდაკება დაზიანდა და მზის ამოსვლისას ხმას გამოსცემდა. ამ ფაქტის გამო ქანდაკებები ბერძენი და რომაელი ტურისტების საყვარელ ადგილად გადაიქცა. მათი წარმოდგენით კოლოსები ეთიოპიის ლეგენდარული მეფის, მემნონის გამოსახულებები იყო, რომელიც ტროას ომში აქილევსთან ბრძოლაში დაეცა. სავარაუდოდ, ეს დაკავშირება მოხდა იმის გამო, რომ თებეს ნეკროპოლისის იმ ნაწილს, რომელიც კოლოსებს ესაზღვრებოდა, მემნონეიას ეძახდნენ. კოლოსები მოინახულეს გერმანიკმა (ჩვ.წ. 19 წ.) და იმპერატორმა ადრიანემ (ჩვ.წ. 130 წ.). 199 წ. სეპტიმუს სევერუსმა, მათი მონახულების შემდეგ, კოლოსების რესტავრირება ბრძანა, რის შემდეგაც ისინი „დამუნჯდნენ“. ითვლება, რომ მზის ამოსვლისას, როცა ქანდაკებებს უდაბნოს მზე ახურებდა, ნაპრალში ქვის ნაწილაკები იწყებდა ჩამოფცქვნას, რაც თავისებური ხმის გამოცემას იწვევდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები