მერკატორის უნივერსალური განივი ცილინდრული პროექცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერკატორის უნივერსალური განივი ცილინდრული პროექცია – (Universal Transverse Mercator projection, UTM projection), სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების პროექცია, რომელიც ემყარება დედამიწის მასის ცენტრიდან გამოთვლილ რეფერენც-ელიფსოიდს. UTM-ის საკოორდინატო სისტემის საფუძველია მსოფლიო გეოდეზიური სისტემა WGS-84. UTM გაუს-კრიუგერის პროექციის ანალოგიურია, მრავალზონიანი, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ გაუს-კრიუგერის პროექციაში მასშტაბი ღერძულ მერიდიანზე 1.0-ია, ხოლო UTM-ის პროექციაში 0.9996. ზონების ნუმერაცია იწყება არა გრინვიჩის მერიდიანიდან, არამედ 180º-იანი მერიდიანიდან, X ღერძი აღმოსავლეთის მიმართულებისაა, Y ღერძი კი ჩრდილოეთის. პოლუსების მიმდებარე სივრცისთვის გამოიყენება უნივერსალური პოლარული სტერეოგრაფიული პროექცია UPS.