მერქნის დანახშირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის დანახშირება – დანახშირება ცეცხლთან შეხებით ან ცხელი აირების ზემოქმედებით. ტემპერატურის აწევით 150-210°C-მდე მერქანი შრება, იცვლის ფერს (ყვითლდება), ჩნდება ქიმიური დესტრუქციის (პიროლიზის) პირველი ნიშანი – დანახშირება. 450°C ტემპერატურის ზევით ალით წვა გადადის ნახშირის უშუალო წვაში. საბოლოო ჯამში მერქნის ადგილზე წარმოიქმნება ნახშირი, რომელიც აგრძელებს წვას, მაგრამ თვით ნახშირის ფენა წარმოადგენს კარგ თბოიზოლატორს და ამუხრუჭებს განივკვეთის შიგა ფენებისაკენ წვის პროცესს, აგრეთვე ნამწვი აირების გარეთ გამოსვლასა და ჰაერის შეხებას მერქნის შიდა ფენებთან.

მერქნის დანახშირების სიჩქარის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს ხის კონსტრუქციების ცეცხლმედეგობაზე გაანგარიშებისათვის. დანახშირების სიჩქარეზე გავლენას ახდენს: სითბური ზემოქმედების ინტენსივობა, მასალის სიმკვრივე, ტენიანობა, ბოჭკოების მიმართულება, ცეცხლდაცვის ხარისხი, გარსშემომვლელი ჰაერის მოძრაობა, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ელემენტის კონსტრუქციული გაფორმება და სხვ. ბოლო მონაცემების მიხედვით მერქნის დანახშირების სიჩქარე შემდეგია: ფიჭვი – 0,71 მმ/წთ, ლარიქსი – 0,6 მმ/წთ (მნიშვნელობები აღებულია პროფ. თ. ხმელიძის მიერ ჩატარებული ეკსპერიმენტალური კვლევებიდან), სოჭი და ნაძვი – 0,8 მმ/წთ, წითელი კედარი – 0,78 მმ/წთ, რბილი წიწვოვანი ჯიშები – 0,67 მმ/წთ, მაგარი ფოთლოვანი ჯიშები (მუხა, აკაცია, კოპიტი) – 0,5 მმ/წთ; დაწებებული ფიჭვი – 0,65-0,69 მმ/წთ, დაწებებული ლარიქსი – 0,53-0,54 მმ/წთ (მნიშვნელობები აღებულია პროფ. თ. ხმელიძის მიერ ჩატარებული ეკსპერიმენტალური კვლევე-ბიდან).

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები