მერქნის ქიმიური დაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის ქიმიური დაცვამერქნის დაცვის ქიმიური მეთოდები, რომლებიც ტემპერატურული ზემოქმედების, ტენიანობის, ბაქტერიების, სოკოვანი დაავადებებისა და სხვა მავნე ზემოქმედებისაგან იცავს მერქანს. დაცვის ეს მეთოდი თავიდან გვაცილებს, ართულებს ან აჩერებს მერქნის დაშლას.

ქიმიური დაცვა აუცილებელია იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია კონსტრუქციის დატენიანება (ხიდები, ანძები, კოშკები, ხიმინჯები, ესტაკადები, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების საყრდენები და სხვ.). ამ კონსტრუქციების ლპობისაგან ქიმიური დაცვა ხდება მათი გაჟღენთით ან დაფარვით სოკოების მომწამლავი ნივთიერებებით – ანტისეპტიკებით, რომლებიც ძირითადად ორი სახისაა: ზეთოვანი (პეტროლატუმი, პარაფინი, ბიტუმი, გოგირდი, მცენარეული ზეთები, სილიციუმის ორგანული პოლიმერები, პოლიეთილენგლიკოლი) და წყალში ხსნადი (ფთორი, დინიტროფენოლი, ნატრიუმის ქლორიდი, პენტაქლორფენოლი, თუთიის ქრომქლორიდი). წყალში ხსნად ანტისეპტიკებს არა აქვთ სუნი და ფერი, ისინი ადამიანისათვის უვნებელია, ამიტომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია დახურულ შენობებში. ზეთოვანი ანტისეპტიკები კი ძლიერი მომწამლავი ნივთიერებებია სოკოებისათვის, აქვთ არასასიამოვნო სუნი და მავნეა ადამიანებისათვის, ამიტომ ისინი მოიხმარება ისეთი კონსტრუქციების დასაცავად, რომლებსაც ექსპლუატაცია უხდებათ ღია ცის ქვეშ, წყალში ან მიწაში. ანტისეპტირებას ექვემდებარება ძირითადად ფიცრული კონსტრუქციები და კედლისა და სახურავის სამფენოვანი პანელების წებო-ფანერის კარკასები, რომლებსაც მუშაობა უხდებათ ტენიან პირობებში. ღრმა გაჟღენთვისათვის გამოიყენება ავტოკლავური მეთოდი, რომელიც აუცილებლად მიმდინარეობს საქარხნო პირობებში მაღალი წნევის ქვეშ. ამჟამად, ყველაზე გავრცელებულ ანტისეპტიკებს წარმოადგენს: TEKNOS (ფინეთის რესპუბლიკა); Lignofix, (ჩეხეთის რესპუბლიკა); ББ-32, ХМБ-444, ХМ-11, ХМФ-БФ, ХМФ-221, ФБС-211, К-33, АСФОР-Экстра, СГК-1, КСД-Ф, Щгракс-В-СК, ПП, МС, Нортекс, БС-13, Дефендер W, Древотекс, Сенеж (რუსეთის ფედერაცია); МБ-1 (ლატვიის რესპუბლიკა); აგრეთვე მსოფლიოში გავრცე-ლებული სხვა მარკები, როგორიცაა: Novaflar FR1, 1030 WOOD BLISS, 1035 NANMOS, BIOFA 8750, Lifeline Ultra-2, Foreks-2, Biocent, NEOMID Base Eco, ECOSEPTPRO-TRANC, EKOSEPT 440, BIOFA, ECOSEPT 400, FEIDAL, DERUFA PNOFI, Protec 100, Protec 245, PINOTEX და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები