მთის მერცხალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთის მერცხალი (ლათ. Ptyonoprogne) − ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მერცხლისებრნი (Hirundinidae)
- გვარი − მთის მერცხალი (Ptyonoprogne)
წინათ ამ გვარს აერთიანებდნენ მენაპირე მერცხლის (Riparia) გვარში. ახლა ავტორების უმრავლესობა დამოუკიდებელ გვარად გამოყოფს. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა
- კლდის მერცხალი (ლათ. Ptyonoprogne rupestris Scopolf)