მილეტის ბულევტერიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილეტის ბულევტერიონი

მილეტის ბულევტერიონი – სახალხო კრებებისათვის განკუთვნილი ქ. მილეტის ბულევტერიონი, რომელიც ძვ.წ. 175-164 წლებშია აგებული.

ესაა მართკუთხა ფორმის საკმაოდ დიდი დარბაზი − კონცენტრულ ნახევარწრეებად განლაგებული ამფითეატრი, რომელიც 1500 ადამიანს იტევდა. ბრტყელი გადახურვა ხისა იყო და და საგანგებო ცოკოლებზე მდგარ ოთხ სვეტს ეყრდნობოდა. დარბაზის განივი კედლები პილასტრებით იყო დანაწევრებული და შიდა სივრცე მათ შორის გაჭრილი სარკმლებიდან შემოსული შუქით ნათდებოდა. დარბაზი მდიდრულად იყო დეკორირებული და სიხალვათისა და სიდიადის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბულევტერიონი მთელი კომპლექსის ნაწილი იყო; მოედნის მხრიდან მასთან მისასვლელი საგანგებოდ იყო გაფორმებული ულამაზესი კორინთული ორდერის ოთხსვეტიანი პორტიკით, რომლის სვეტების კაპიტელები აკანთის მოქნილი, პლასტიკურად მეტად დახვეწილი ფოთლებით იყო შემკული. ამ საპარადო შესასვლელით მნახველი დორიული ორდერის სვეტებით შექმნილი პორტიკებით შემოსაზღვრულ ეზოში ხვდებოდა, რომლის სიღრმეშიც მაღალ ცოკოლზე მედიდურად იდგა თვით ბულევტერიონის შენობა. ამგვარად გადაწყვეტილი კომპლექსი საზეიმო იერით გამოირჩეოდა.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ელინიზმის ხანის ხუროთმოძღვრები, წინა პერიოდისაგან განსხვავებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას საზოგადოებრივ ნაგებობებს ანიჭებდნენ; მონუმენტურობით, სიდიადითა და სიმდიდრით ელინიზმის ხანის ამ ტიპის ნაგებობები საკულტო ხუროთმოძღვრების ძეგლებსაც კი არ ჩამოუვარდებოდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები