მინაბეტონის კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინაბეტონის საკედლე პანელი

მინაბეტონის კონსტრუქციებისამშენებლო კონსტრუქციები, რომლებიც განკუთვნილია შუქშეღწევადი შემომზღუდავი ელემენტების მოსაწყობად საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და სამრეწველო ნაგებობებში (ტიხრები, სანათურები, კიბის უჯრედები, ლიფტის შახტები და სხვ.). მინაბეტონის კონსტრუქციები შეიძლება მომზადდეს ქარხანაში (ჩვეულებრივ ეს არის პანელი, რომელიც წარმოადგენს ბეტონის მჭიდეში მოთავსებულ მინის ბლოკებს) ან შეიძლება აეწყოს მშენებლობაზე. მინაბლოკებს შორის ნაკერებში აწყობენ არმატურას, რომელიც ჩაანკერდება ბეტონის სარტყელში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები