მიწის საკადასტრო რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიწის საკადასტრო რუკა – (land cadastral map), წარმოადგენს საბაზო რუკას თემატური რუკების შესადგენად, სამეურნეო, გეგმარებითი საქმიანობის განხორციელებისა და სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად. რუკაზე, რომელიც შედგენილია საველე აზომვების, აეროფოტოსურათებისა და ორთოფოტორუკების გამოყენებით, მოცემულია მიწის ნაკვეთების მდებარეობა და ზომები. საკადასტრო რუკებთან ერთად იქმნება საინფორმაციო სისტემა, რომელიც შედგება მონაცემთა ბაზისგან და ამ მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გავრცელების მეთოდიკისა და ტექნოლოგიისგან. მონაცემთა ბაზაში შეტანილია შემდეგი მაჩვენებლები: მიწის ნაკვეთების მდებარეობა, გეომეტრიული ფორმა, ზომები, იურიდიული სტატუსი, მფლობელთა ვინაობა, გამოყენების ტიპი. მიწის ნაკვეთის მდებარეობა განსაზღვრულია ინდექსით.