მოკლეთითა მგლინავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოკლეთითა მგლინავი

მოკლეთითა მგლინავი – (Certhia brachydactyla) – ფრინველი მგლინავისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, დასავლეთ კავკასიაში, ჩრდილო აფრიკაში. საქართველოში იგი დასავლეთ საქართველოში ბუდობს, ზამთარში კი – ნომადობისას – აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება (ნომადობს სექტემბრიდან მარტამდე) გვხვდება აჭარა-იმერეთის ქედზე, ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში.

მოკლეთითა მგლინავა ბუდეს იკეთებს ფუღუროში, ხის სქელი ქერქის ქვეშ, ხის ქერქის ან შენობების კედლების ნაპრალებში. კვერცხდება ზაფხულის განმავლობაში ორჯერადია – აპრილსა და ივლისში. თითო ჯერზე დებს 6-8 კვერცხს. ინკუბაციის ხანგრძლივობაა 15 დღე-ღამე. კრუხობს მარტო დედალი.

მოკლეთითა მგლინავი იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.



წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები