მომოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მომოსი(ბერძნ.) ავსიტყვაობისა და გაქირდვის განსახიერება. ნიქსის ძე.

მომოსი ითვლება თანატოსის, ჰიპნოსის, ჰესპერიდების, მოირების, ნემესისისა და ერისის ძმად, ანუ იგი დაკავშირებულია ბნელ და ავისმომასწავებელ კოსმიურ ძალებთან. მომოსის რჩევით დაიწყო ზევსმა ტროას ომი, რათა მოესრა ადამიანთა მოდგმა, რათა შეემსუბუქებინა დედამიწა. მომოსი კიცხავდა ზევსსა და ათენას, ჰეფესტოსა და პოსეიდონს იმის გამო, რომ ისინი მფარველობდნენ ადამიანებს. მომოსი თურმე სიბრაზისაგან გასკდა, როდესაც ოლიმპოსზე აღზევებულ აფროდიტეს ვერ უპოვნა ნაკლი, რომლის გაქირდვასაც შეძლებდა. ბოლოსდაბოლოს, მომოსმა თავისი ავსიტყვაობით თავი მოაბეზრა ზევსს და უზენაესმა ღვთაებამ იგი ოლიმპოსიდან გააძევა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები