მონოლითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოლითი − (ბერძ. monos ერთი და lithos ქვა), გეოლოგიური ბუნებრივი წარმონაქმნი – ქვის მთლიანი ზოდი; ქვის მთლიან ზოდში გამოთლილი ნაგებობა (ძეგლი) ან მისი ნაწილი (სვეტი და სხვ.).

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი მონოლითებია: მონოლითი იანშანის კარიერში, სიგრძე – 30,35, სიგანე – 13, სისქე – 16 მ, ნანკინი, ჩინეთი; დაუმთავრებელი ობელისკი, სიგრძე 41,75, სიგანე 2,5-4,4 მ, სიენე (თანამედროვე ქ. ასუანი), ძვ. ეგვიპტე; რომესეუმი, ქანდაკება ფივიში, ძვ. ეგვიპტე; მემნონის კოლოსები, ფივი, ძვ. ეგვიპტე; პომპეის სვეტი, სიმაღლე – 20,46, დიამეტრი – 2,71 მ, ალექსანდრია, ეგვიპტე, აგებული აქნა ძვ. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს პატივსაცემად 297 წელს; ობელისკი წმ. პეტრეს მოედანზე ვატიკანში, რომი, იტალიის რესპუბლიკა, აგებული აქნა 1586 წელს; ალექსანდრეს სვეტი სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის ფედერაცია, აგებული იქნა 1834 წელს; ტრაიანას სვეტის კაპიტელი (წონა 53,3 ტ და მოთავსებული სვეტზე 34 მ-ის სიმაღლეზე), ძვ. რომი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები