მსოფლიო გეოდეზიური სისტემა-1984

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერკატორის უნივერსალური განივი ცილინდრული პროექცია

მსოფლიო გეოდეზიური სისტემა-1984 (World Geodetic System – 1984; WGS-84), კოორდინატთა სამგანზომილებიანი სისტემა. გამოიყენება მონაცემთა დედამიწაზე დაგეგმილებისათვის. მისი წინამორბედებია: WGS-72, WGS-64, WGS-60. WGS-84 − ნულოვანი (საწყისი) მერიდიანი მდებარეობს 5,31“–ით აღმოსავლეთით გრინვიჩის მერიდიანიდან. სისტემის საფუძველია სფეროიდი, რომლის ეკვატორული რადიუსი არის 6 378 137 მეტრი, პოლარული კი – 6 356 752 მეტრი. ზედაპირის ფართობი შეადგენს 510 065 ათას კმ2-ს. ტოპოგრაფიული რუკების მათემატიკურ საფუძვლად ანუ კარტოგრაფიულ პროექციად მიღებულია მერკატორის უნივერსალური ტოლკუთხა განივი ცილინდრული პროექცია UTM.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები