მუსიკა ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუსიკამუსიკას ეგვიპტელთა სიცოცხლეში დიდი ადგილი ეკავა, რაზეც მეტყველებს მომღერლების, დამკვრელების და მოცეკვავეების უამრავი გამოსახულება. ეგვიპტურ ნადიმს ან გართობას ყოველთვის მუსიკა ახლდა თან. მუსიკასთან იყო დაკავშირებული ეგვიპტის უდიდესი ქალღმერთი ხატხორი. მუსიკასთან ასოცირდებოდა ასევე ხატხორის ვაჟი იხი, რომელიც მან ედფუს ხორისაგან გააჩინა (თვითონ სიტყვა მუსიკაც ჟღერდა, როგორც „იხი“, „ihj“). ამას გარდა, მუსიკა პერსონიფიცირებული იყო ქალღმერთ მერტში.

პროფესიულ მუსიკოსებს ეგვიპტეში უკვე ძველი სამეფოს დროიდან საპატიო ადგილი ეკავათ, ისინი დიდებულების გვერდით, ფარაონის პირამიდის სიახლოვეს იკრძალებოდნენ. მსოფლიო მუსიკის ისტორიაში დაფიქსირებული უძველესი პროფესიონალი მუსიკოსი, ხუფუ-ანხი ეგვიპტელი იყო. ის ფარაონ უსერკაფის (V დინასტია) კარზე მოღვაწეობდა, როგორც ფლეიტისტი და კომპოზიტორი. მის შემდეგ, ბევრი ეგვიპტელი მუსიკოსის სახელია დაფიქსირებული, არსებობდა ასევე მუსიკოსთა მთელი დინასტიებიც. სატაძრო მომღერლების (როგორც ქალების, ისე მამაკაცების) რიცხვი, რომელიც ეგვიპტური ტაძრების მომსახურე პერსონალის სიებშია დაფიქსირებული, მიუთითებს მუსიკის მნიშვნელობაზე ღვთისმსახურების დროს. სატაძრო მომღერალ ქალებს „ღმერთის მომღერალი ქალების“ წოდება ჰქონდათ. ჰელიოპოლისში მათი უფროსის წოდება იყო „უდიდესი მუსიკოსი ქალებს შორის“. არ იყო აუცილებელი, რომ „ღმერთის მომღერალი ქალები“ ქურუმები ყოფილიყვნენ. თებეში მუსიკოსი ქალების უფროსად „ღმერთის მეუღლე“ ითვლებოდა. მომღერალი მამაკაცებიც შეიძლება ქურუმები ან სხვა დასაქმების ხალხი ყოფილიყო, თუმცა კლემენს ალექსანდრიელი მათ უდაბლესი რანგის ქურუმებად მოიხსენიებს. გადამწერისადმი ერთ-ერთ დარიგებაში ნათქვამია, რომ მას უნდა შეეძლოს „ფლეიტაზე დაკვრა, ლირაზე დამკვრელის თანხლება და სიმღერა მუსიკალური ინსტრუმენტის ნეხტის თანხლებით“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეგვიპტურ სკოლებში მუსიკის სწავლება სასწავლო პროგრამაში შედიოდა და ეგვიპტური განათლების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები