მცირე თეთრი ყანჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირე თეთრი ყანჩა

მცირე თეთრი ყანჩა (ლათ. Egretta garzetta Linnaeus, 1766) – ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახიდან. საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 235-300 მმ-ია, ნისკარტი − 75-90 მმ, წონა – 500 გ-მდე. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზამთარსა და ზაფხულში ორივე სქესის ფრინველი ქათქათა თეთრია. გამრავლების პერიოდში მამალს კეფაზე აქვს ორი ან სამი გრძელი ლენტისებური ბუმბული. მკერდსა და მხრებზე განვითარებულია ასევე გრძელი, მაგრამ დაცარული ბუმბულები. ზურგის მხრიდან იგი ჩვეულებრივად ცოტათი სცილდება კუდს. დედალს ასეთი წაგრძელებული ბუმბულები ნაკლებად აქვს განვითარებული. ზაფხულის ბოლოს წაგრძელებული ბუმბულები სცვივათ და განუახლდებათ მხოლოდ მეორე წლის გაზაფხულზე. ნისკარტი შავია, მაგრამ ძირი ყვითელი აქვს.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩრდილოური მცირე თეთრი ყანჩა. − E. g. darzetta Linn., 1766.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ ევროპასპორტუგალიიდან და სამხრეთი საფრანგეთიდან, უნგრეთისა და რუმინეთის გავლით, სსრკ სამხრეთ ნაწილში – დნესტრიდან კავკასიამდე; აზიაშისირიას, მცირე და შუა აზიას, ირანს, აღმოსავლეთ ჩინეთს და იაპონიას, სამხრეთით ინდოეთსა და ცეილონს. სპორადულად მოიპოვება აფრიკაშიც, აგრეთვე მადაგასკარზე. არის ინდო-ავსტრალიის არქიპელაგზე, ზონდის კუნძულებიდან ახალ გვინეამდე და ავსტრალიამდე საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი, თუმცა სხვადასხვა ადგილას იგი წლის ყოველ დროს გვხვდება.

ბიოტოპი

მდინარეებისა და ტბების სანაპირო ჭალები, ნოტიო მდელოები და ჭაობები ლელქაშით, ბუჩქნარებითა და ხემცენარეებით.

გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეებზე, იშვიათად - ლელქაშსა და ლერწამზე. აპრილში დებს 3-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, უფრო ხანგრძლივად კი – დედალი. საინკუბაციო პერიოდი 25 დღეს გრძელდება.

კვება

ძირითადი საკვებია წვრილი თევზები, ბაყაყები, წყლის ნაირგვარი მწერები და მათი ლარვები, კალიები, კუტკალიები და ჭიჭინობელები.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები