ნაქურთენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაქურთენი

ნაქურთენი – ხის ტანის შედარებით ახალგაზრდა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია კამბიუმსა და გულს შორი. აქტიურად მონაწილეობს ხის ზრდის ფიზიოლოგიურ პროცესებში. ხის გულთან შედარებით გამოირჩევა მოქნილობით, ღია ფერით, ნაკლები სიმტკიცით, დაბალი ბიომედეგობით, კარგად ექვემდებარება ანტისეპტირებას. ხის ტანში ნაქურთენის მოცულობა დამოკიდებულია ჯიშზე, წლოვანობასა და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. მაგ., ზოგი ჯიშის ხეს გული უჩნდება მესამე წელს (ურთხელი, თეთრი აკაცია), ზოგიერთს – 30-35 წლის შემდეგ (ფიჭვი); შესაბამისად, ურთხელსა და თეთრ აკაციაში ნაქურთენის მოცულობა ნაკლებია, ხოლო ფიჭვში – მეტი. არსებობს ხის ჯიშები, რომლებსაც გული საერთოდ არ აქვს და ტანი მთლიანად ნაქურთენისგან შედგება (არყი, ვერხვი, რცხილა, თხმელა, ცაცხვი). ახალგაზრდა მერქანში ნაქურთენის პროცენტული შემცველობა დიდია, წლების მატების შესაბამისად, კი მისი რაოდენობა იკლებს და იზრდება მერქნის საუკეთესო ნაწილის – გულის პროცენტული შემცველობა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები