ნეჟდანოვა ანტონინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონინა ნეჟდანოვა

ანტონინა ნეჟდანოვა — (4.(16) ივნისი 1873, კრივაიაბალკა, ახლანდელი სარატის რ-ნი, ოდესის ოლქი – 26 ივნისი 1950, მოსკოვი), რუსი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო). სსრკ სახხალხო არტისტი (1936), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1944).

1899-1902 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში (უ. მაზეტის კლასი), 1902 – იდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო. 1912 გამოდიოდა პარიზის „გრანდ ოპერაში“. ანტონინა ნეჟდანოვას ქონდა ნაზი ტემბრის, დიდი დიაპაზონის სოპრანო, რომელსაც ახასიათებს სრული ხმოვანება ყველა რეგისტრში, კანტილენა და ვირტუოზული კოლორატურა.

მნიშვნელოვანი პარტიები: ანტონიდა (გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“), ჯილდა (ვერდისრიგოლეტო“), ლიუდმილა (გლინკას „რუსლან და ლიუდმილა“), როზინა (როსინისსევილიელი დალაქი“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“) და სხვ. ანტონინა ნეჟდანოვას უცვლელი პარტნიორი იყო ლ. სობინოვი. 1943 – იდან მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. სსრკ სახელმწიფო პრემია (1943).



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები