ნიანგი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიანგი – მისი კულტი მთელ ეგვიპტეში იყო გავრცელებული, თუმცა ჰეროდოტე ნიანგის თაყვანისცემის ცენტრებად სამართლიანად ასახელებს ფაიუმის ოაზისს და თებეს რეგიონს. ნიანგის სასაფლაოები აღმოჩენილია ომბოსთან, გებელენთან, კოპტოსთან, ასასიფთან და სხვ. დელტაში, ბუსურუსში მისი კულტი სავარაუდოდ ასევე უძველესია. ნიანგის თაყვანისცემა ამ ცხოველით გამოწვეულ შიშზე იყო დაფუძნებული. ამას მოწმობს უამრავი შელოცვა მის წინააღმდეგ, რომლებსაც მიცვალებულების დასაცავად სამარხებშიც კი ათავსებდნენ. ამ შელოცვებში ნიანგი დამანგრეველი ძალის მატარებლად არის წარმოჩენილი, რის საფუძველზეც ხდება მისი გადახლართვა სეტხთან. ედფუში ბეხდეტელი ხორის მოწინააღმდეგეები ნიანგებად მოიაზრებოდნენ. მეორე მხრივ, ნიანგის უკან იდგა ნიანგის სახის მქონე დიდი ეგვიპტური ღმერთი სობეკი, რომელიც მზის კულტთან იყო დაკავშირებული, რამაც თავის მხრივ ნიანგისა და შევარდნის კულტების ურთიერთგადახლართვა გამოიწვია და შევარდნის თავიანი ნიანგების გამოსახულებები წარმოშვა. იმ ადამიანის სხეულს, რომელიც სიკვდილს ნიანგის კლანჭებში ნახავდა, ისეთივე პატივისცემით ეპყრობოდნენ, როგორც ნილოსში დამხრჩვალს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები