ნორმაიზოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნორმაიზოლი – (ლათ. norma სახელმძღვანელო საწყისი, წესი, ნიმუში და რუს. изоль იზოლი), ქიმიურად ნაქსოვი პოლიეთილენის ქაფი, დაფარული ალუმინის კილიტით (ფოლგით), რაც უზრუნველყოფს თბომაგნიტური ტალღების 97%-ით არეკვლას. გამოდის სამი სახის:

1) ერთ მხარეს დაფარული ალუმინის კილიტით – გამოყენების ძირითადი სფეროა სახურავების თბოიზოლაცია, თბოგამტარობა 0,7-0,8 ვტ/(მ•კ);
2) ორივე მხარეს დაფარული ალუმინის კილიტით – გამოყენების სფეროა: სახურავები, კედლები და ე.წ. თბილი იატაკი, თბოგამტარობა 1,2-1,4 ვტ/(მ•კ);
3. ერთი მხარე დაფარულია კილიტით, მეორეზე აქვს წებვადი ზედაპირი – გამოიყენება მილების, მილგაყვანილობების, ფოლადის კონსტრუქციების თბოიზოლაციისათვის, თბოგამტარობა 2,1-2,4 ვტ/(მ•კ).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები