ონაგატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცეკვა საგიმუსუმე, შესრულებულია ონაგატა აკიფუსა გურაკუს მიერ 2011 წელს

ონნაგატა, (ოიამა) – (იაპ.. 女形 ან 女方), სამსახიობო ამპლუა; ქალების როლების შემსრულებელი მამაკაცი კაბუკის და შიმპას იაპონურ თეატრში. ონნაგატას სპეციალიზაცია მოხდა ხელისუფლების მიერ 1629 წელს კაბუკის თეატრში ქალების დასის მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ (იხ. ონნა-კაბუკი). ონნაგატა საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1652 წელს კაბუკის იმ დასების აკრძალვის შემდეგ, რომელშიც ქალების როლებს ასრულებდნენ ბიჭები (ვაკაშუუ-კაბუკი). ონნაგატა იყოფა ახალგაზრდა, ხნიერ, გაუთხოვარ, გათხოვილ, ქალ-მეომარ, ბოროტი ქალების ამპლუებად. ონნაგატას ამპლუის მსახიობს დასში უკავია საპატიო ადგილი. იგი პირველია დასის ხელმძღვანელის შემდეგ.







წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები