ონა-კაბუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ონნა-კაბუკიკაბუკის დასის სახელწოდება ადრეულ ხანაში (მე-17 საუკუნის დასაწყისში). კაბუკის დამაარსებლად ითვლება შინტოისტური ტაძრის ქურუმი ქალი ო-კუნი. მან შექმნა პატარა დასი და წარმოადგინა ცეკვა, სადაც ჩაის სახლის გოგონები ეკეკლუცებოდნენ მამაკაცებს. ამ ცეკვამ სათავე დაუდო კაბუკის თეატრს. სულ მალე წარმოიშვა კურტიზანი ქალებისაგან შემდგარი კაბუკის დასები. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ ღია ცის ქვეშ. წარმოდგენა მოიცავდა საცეკვაო სცენებს, პანტომიმას, მარტივ სიმღერებს, ორაზროვან დიალოგებს. ამ დასში იყვნენ მამაკაცებიც, რომლებიც ძირითადად ასრულებდნენ ქალების როლებს, და პირიქით, ქალები ხშირად ასრულებდნენ მამაკაცის როლებს. ეს წარმოდგენები იზიდავდა ქალაქის მცხოვრებლებს (განსაკუთრებით, სამხედროებს) თავისი ფრივოლურობით, ეროტიკით. 1629 წელს ფეოდალურმა მთავრობამ აკრძალა ეს წარმოდგენები. მათ ნაცვლად წარმოიშვა ჭაბუკთა კაბუკი (ვაკაშუუ-კაბუკი), შემდგომ კი, მამაკაცთა კაბუკი (იარო-კაბუკი, ანუ კაბუკი).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები