პანოპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანოპოლისი – ბერძნები ეძახდნენ ხემისს (ჰეროდოტე) ან პანოპოლისს (სტრაბონი). თანამედრ. სახელი ახმიმი. მეცხრე ზრმოეგვიპტური ნომის დედაქალაქი, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, მინის სამშობლო, რომელსაც ბერძნები პანთან აიგივებდნენ. მისი ცოლი აქ იყო თრიპისი, ათრიბის ქალღმერთი. ეთაყვანებოდნენ ასევე ხორს (ხაროერისის სახით) და ისიდას.

XXI დინასტიის დროს ქალაქ იპუში დაფიქსირებულია მინ-ხორის და ისიდას მისანი. ჰეროდოტე აღწერს ხემისს, როგორც ძალიან დიდ ქალაქს, სადაც, განსხვავებით სხვა ეგვიპტური ქალაქებისაგან, პატივს სცემდნენ ბერძნულ კულტურას პერსეოსის გამო, რომელიც აქ ჩამოვიდა გორგონას გულისათვის. მას შემდეგ ის რამდენიმეჯერ ჩამოვიდა ქალაქში და მისი სტუმრობა ქალაქისათვის ყოველთვის იღბლის მომტანი იყო. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ პანოპოლისი ელინისტური კულტურის ბასტიონი და პაგანიზმის ცენტრი იყო.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები