პედუბასტი
პედუბასტი – (ჩვ.წ.-მდე 833-828 წწ.), ძველი ეგვიპტის XXIV დინასტიის დამაარსებელი ფარაონი, რომელიც XXIII დინასტიის პარალელურად მეფობდა. პედუბასტმა თავი მეფედ შეშონკ III-ის გამეფებიდან დაახლოებით მეშვიდე წელს გამოაცხადა. თუმცა მანეთონი მას ტანისურს ეძახის, ტანისში არავითარი მასთან დაკავშირებული მასალა მოძიებული არ არის. პედუბასტი შესაძლოა XXII დინასტიის ფარაონების ნათესავიც კი იყო. მისი რეზიდენციის ადგილი უცნობია, მაგრამ თებე ცნობდა მას, და არა ტანისელ ფარაონებს.
„პედუბასტი“ ეგვიპტურად „ბასტეტის საჩუქარს“ (Bdj-B3št.t) ნიშნავს. ბუბასტისის ლიბიელების ქალაქად გადაქცევის შემდეგ ბუბასტისის მფარველი ქალღმერთი ბასტეტი ლიბიელი ფარაონების მფარველი გახდა. თანადროული ეგვიპტური ტექსტების თანახმად, ვინმე პედუბასტი, „ბასტეტის შვილი“, მეფობდა შეშონკ III-ის თანადროულად, როცა ქვეყანაში არეულობა იყო. ამ პედუბასტს აღიარებდნენ ბუბასტისში, ჰერაკლეოპოლისში, მემფისში და თებეში.