პოსტშიზოფრენიული დეპრესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოსტშიზოფრენიული დეპრესია - კრეპელინის დროიდან ცნობილია, რომ დეპრესია შეიძლება შიზოფრენიის ნებისმიერ სტადიაზე განვითარდეს. იგი შეიძლება წინ უძღოდეს გამოხატული პოზიტიური სიმპტომების განვითარებას. ამასთან, პაციენტთა დაახლოებით მეოთხედს აღენიშნება პერსისტენტული დეპრესია, რომელსაც პოსტშიზოფრენიული დეპრესია ეწოდება.

შიზოფრენიისა და დეპრესიის კავშირის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • დეპრესია შეიძლება იყოს შიზოფრენიის ინტეგრირებული ნაწილი. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ პაციენტთა 50%-ს მწვავე მდგომარეობაში აღენიშნება გამოხატული დეპრესიული სიმპტომები; ფსიქოზის ჩათავებასთან ერთად მდგომარეობა უმჯობესდება;
  • პოსტფსიქოზურ ფაზაში დეპრესიულ სიმპტომებს შეიძლება განაპირობებდეს ინსაითის გაუმჯობესება, როდესაც პაციენტი აცნობიერებს დაავადების ბუნებასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ასეთი მდგომარეობაც დროებითია და განზოგადებისთვის ვერ გამოდგება;
  • დეპრესია შეიძლება წარმოადგენდეს ანტიფსიქოზური მკურნალობის გვერდით ეფექტს. ესეც ვერ იქნება ერთადერთი ახსნა, ვინაიდან დეპრესია შეიძლება განვითარდეს არანამკურნალებ პაციენტებშიც.

შიზოფრენიის დროს არსებული დეპრესიული სიმპტომები არ უნდა აგვერიოს მოტორულ გვერდით მოვლენებში ან ნეგატიურ სიმპტომებში. მათ შორის განსხვავება მნიშვნელოვანი, მაგრამ ძნელად დასადგენია. დეპრესიასა და შიზოფრენიას შორის ურთიერთკავშირის მიმოხილვა იხ. მალჰოლანდისა და კუპერის ნაშრომი (Mulholland and Cooper, 2000)



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები