პროზაიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროზაიზმი – ჩვეულებრივი პრაქტიკული (სასაუბრო), ან სამეცნიერო მეტყველებისათვის დამახასიათებელი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება ლიტერატურულ ნაწარმოებში. ამ ცნების დამკვიდრება უკავშირდება კლასიციზმის პოეტიკას, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა მხატვრულ ენას, შეუძლებლად, სიმახინჯედ თვლიდა ცოცხალი მეტყველების მხატვრულ ნაწარმოებში გამოყენებას.

XIX საუკუნის 60-იან წლებში „მამები“ („ცისკრის“ თანამშრომელთა ძირითადი ჯგუფი) ეწინააღმდეგებოდნენ ლიტერატურაში ხალხის მეტყველების შემოტანას ლიტერატურული ენის დემოკრატიზაციას. მაგალითად, ბ. ჯორჯაძის მოთხოვნით, მწერლობის ენა უნდა ყოფილიყო „პატიოსნური და დარბაისლური“. იგი უსაყვედურებდა ი. ჭავჭავაძეს იმის გამო, რომ მან მწერლობაში გამოიყენა „მდაბალი“, „უშვერი სიტყვები“. პროზაიზმის ასეთი გაგება კონსერვატიულია და დიდად აფერხებს სალიტერატურო ენის განვითარებას.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები