რაზუმოვსკი ანდრია
ანდრია რაზუმოვსკი კირილეს ძე – (რუს. Андре́й Кири́ллович Разумо́вский, 22 ოქტომბერი (2 ნოემბერი) 1752 – 11 სექტემბერი (23 სექტემბერი) 1836), თავადი, გრაფი, რუსი დიპლომატი.
დიპლომატიური სამსახური დაიწყო 1777 ნეაპოლში როგორც წარგზავნილმა. 1790 წლის ნოემბერში გაგზავნილი იყო ვენაში, სადაც აწარმოებდა მოლაპარაკებას ავსტრიის მთავრობასთან კავშირის განახლების თაობაზე. 1792 წლის აპრილში ვენაში ელჩად დანიშნულმა მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში რეჩ პოსპოლიტას საბოლოო გაყოფასთან დაკავშირებით. გამოდიოდა რუსეთ-ავსტრიის კავშირის თანმიმდევრულ მომხრედ. 1798 მიაღწია, მიექცია ვენის მთავრობის ყურადღება პავლე I-ის მიერ შექმნილ მეორე ანტიფრანგულ კოალიციაზე. 1807 თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, განაგრძობდა ალექსანდრე I-ის საპასუხისმგებლო დიპლომატიური დავალების შესრულებას. 1812 წლის ოქტომბერ-დეკემბერში არაოფიციალურად დაუკავშირდა მეტერნიხს, რითაც შეაფერხა რუსეთის დაკავშირება ავსტრიასთან ნაპოლეონ I-ის წინააღმდეგ. ნაპოლეონის გადადგომის შემდეგ აწარმოებდა მოლაპარაკებას ტალეირანთან. 1814 ხელი მოაწერა პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებას, მისი მოღვაწეობის ბოლო აქტი იყო პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება 1818.