რეგიონული ატლასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეგიონული ატლასი – (regional atlas), გეოგრაფიული ატლასის ერთ-ერთი სახე, ქვეყნების ჯგუფის ან ერთი ქვეყნის რომელიმე ნაწილის შესახებ რუკების სისტემური კრებული.
მსოფლიოში რეგიონული ატლასების შედგენა დაიწყო XX საუკუნეში, მას შემდეგ, რაც საჭირო გახდა რეგიონის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის შესწავლა და ეკონომიკური განვითარების ტენდენციების გამოვლენა (ბუნებრივი და ეკონომიკური ტერიტორიული ერთეულების ატლასები). კომპლექსურ რეგიონულ ატლასებში მოცემულია ბუნების, მოსახლეობის, პოლიტიკური ვითარების მეურნეობის, კულტურის, ისტორიის რეგიონული თავისებურებების მრავალმხრივი დახასიათება. თანამედროვე რეგიონული ატლასების სამეცნიერო და საცნობარო დანიშნულებას უზრუნველყოფს გეოინფორმაციული სისტემა