კომპლექსური გეოგრაფიული ატლასი
კომპლექსური გეოგრაფიული ატლასი – (complex geographical atlas), გეოგრაფიული რუკების სისტემური კრებული, რომელიც იძლევა გეოგრაფიული ობიექტების და მოვლენების მრავალმხრივ დახასიათებას. ატლასები არის როგორც მსოფლიოს, ისე კონტინენტების, სახელმწიფოების, რეგიონების. ისინი წარმოდგენილია ბუნების, მოსახლეობის, ეკონომიკის, კულტურის დაისტორიის ამსახველი რუკებით. კომპლექსური ატლასების შედგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც ზოგადგეოგრაფიულ ატლასებში გაჩნდა თემატური რუკები, გაიზარდა ინტერესი ცალკეული თემების მიმართ. კომპლექსური ატლასებიდან ყველაზე ადრეულია 1878 წ. გამოცემული გერმანიის ატლასი. პირველ ფუნდამენტურ კომპლექსურ ატლასად ითვლება ფინეთის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ მომზადებული და 1899 წ. გამოცემული ფინეთის პირველი ეროვნული ატლასი. არის სამეცნიერო-საცნობარო და სამეცნიერო-პოპულარული ატლასები, რომლებშიც რუკებთან ერთად მოთავსებულია ტექსტი და სურათები.