რუზველტი თეოდორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ რუზველტი

თეოდორ რუზველტი (ინგლ. Theodore Roosevelt Jr., 27 ოქტომბერი 1858 – 6 იანვარი 1919), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე. ეკუთვნოდა რესპუბლიკურ პარტიას.

1895-97 – ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის პრეზიდენტი;
1897-98 – საზღვაო მინისტრის თანაშემწე;
1899-1900 – ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი;
1901 წლის იანვარში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1901 წლის სექტემბერში (მაკ-კინლის მკვლელობის შემდეგ) – პრეზიდენტი.
1904 აირჩიეს პრეზიდენტად.
თეოდორ რუზველტი ატარებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ლათინური ამერიკის ქვყყნების მიმართ გამოაცხადა „დიდი ხელკეტის“ პოლიტიკა. მისი მმართველობის დროს გატარდა კუბის მიმართ ე.წ. „პლატის შესწორება“. 1903 წლის ნოემბერში აშშ-მა პანამას წაართეა პანამის არხის ზონა.
1904 თეოდორ რუზველტი გამოვიდა „მონროს დოქტრინის“ ახლებური განმარტებით, რომელიც გულისხმობდა აშშ-ის თავისუფალ ჩარევას ლათინური ამერიკის ქვეყნების საშინაო საქმეებში. იგი აცხადებდა: „რომელიმე ამერიკულ სახელმწიფოში ქრონიკული არეულობის შემთხვევაში“ აშშ-ის ვალია, აიღოს თავის თავზე რეგიონში საერთაშორისო პოლიციის როლი (ე.წ. „რუზველტის დოქტრინა“).
მისი მთავრობა ფინანსურ და დიპლომატიურ დახმარებას უწევდა იაპონიას რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) დროს. მისი შუამდგომლობით დაიდო 1905 პორტსმუთის საზავო ხელშეკრულება.
1912, პრეზიდენტის არჩევნების დროს, თეოდორ რუზველტი ეროვნული პროგრესისტული პარტიის ერით-ერთი დამაარსებელი იყო, მაგრამ პრეზიდენტად ეუდრო ვილსონის არჩევის შემდეგ, ეს პოლიტიკური პარტია დაიშალა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები