სანახტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანახტი– ძველი ეგვიპტის III დინასტიის ფარაონი. მის შესახებ არაფერია ცნობილი. უცნობია მისი ადგილიც III დინასტიის ფარაონების რიგში. შესაძლოა, ის იყო დინასტიის პირველი ან მეორე ფარაონი, ან იგივე ნებკა. სანახტის სახელი დაფიქსირებულია ელეფანტინაზე აღმოჩენილ საბეჭდავებზე, მისი ერთ-ერთი მოხელის სამარხში აბიდოსში და სინაიზე, ვადი მაგარას ფირუზის მაღაროებში. საბეჭდავები სანახტის სახელით ნაპოვნია ასევე ჯოსერის პირამიდის კომპლექსის დასავლეთით, სადაც, შესაძლოა, მისი სამარხი მდებარეობდა).