სასწავლო მიზანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასწავლო მიზანი - სასწავლო მიზანი არის მოსწავლის/სტუდენტის მიერ სწავლით შესაძენი წინასწარ განსაზღვრული შედეგი, ახალი გამოცდილება. იგი მოიცავს მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ ასათვისებელი ინფორმაციის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ერთობლიობას (შესაბამისად შინაარსი, მოცულობა, სირთულე, განვითარების დონე და ტენდენცია).

სასწავლო მიზნებს განსაზღვრავს მასწავლებელი ან საგანმანათლებლო დაწესებულება. სასწავლო პროცესის ნებისმიერი მონაკვეთისათვის (გაკვეთილი, კვირა, ტრიმესტრი, სასწავლო წელი, სწავლის საფეხური თუ სხვა) სასწავლო მიზნების განსაზღვრა ეფუძნება მოსწავლეთა მისწრაფებების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზის შედეგებს. გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, ასევე, ასაკთან შესაფერისი ინტერესები.

სასწავლო მიზნები, საზოგადოდ, განსაზღვრავს სასწავლო გეგმებს. საქართველოში საჯარო სკოლების სასწავლო მიზნები ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ხოლო მასწავლებლის მიერ დასახული სასწავლო გეგმები - სკოლის სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. ეროვნული სასწავლო გეგმა კი საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განისაზღვრება.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის როცეს

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები